Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (პოლონეთი)

საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“

მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“

 

2022 წლის 6-7 ოქტომბერსს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ მონაწილეობის მისაღებად . კონფერენცია ეძღვნება კავშირ  „პოლონიას“ მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს.

დაგეგმილია შემდეგი სექციების მუშაობა:

1.         ისტორია და პოლიტოლოგია.

2.         ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები

3.         კულტურა და ხელოვნება

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
 

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, პოლონური და რუსული.

რეგლამენტი:
მოხსენება – 15  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის  15 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების თეზისები  შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: larmaria19@yahoo.com ან maicha@mail.ru.

იხ. თეზისების გაფორმების წესი.

მოხსენებათა ტექსტები დაიბეჭდება კონფერენციის შემდეგ და სტატიის გაფორმების წესს გამოგიგზავნით 15 ოქტომბერს.

კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.

დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა/მასალები, კონფერენციის მოხსენებათა კრებული.

პატივისცემით

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომერე, პროფესორი მარია ფილინა, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პროფესორი დანუტა ოსოვსკა, ბეატა კარს, მაია თუხარელი